კონკურსი

ცხადდება კონკურსი საგანმანათლებლო პროექტის „ანა ფრანკი – აქტუალური ისტორია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don’t Worry, Be Healthy!“-ის ფარგლებში, საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და “ანა ფრანკის სახლის” ერთობლივი თანამშრომლობით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

საკონკურსო თემის სათაურია „ანა ფრანკის დღიური და მისი როლი 21-ე საუკუნეში”.

გამარჯვებულები გაემგზავრებიან ამსტერდამში, ანა ფრანკის სახლში.

კონკურსის წესები:

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს 12-დან 16 წლამდე ნებისმიერ მსურველს;

• საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს წარმოდგენილი პროზის ან პოეზიის ნაბეჭდი სახით. პროზა უნდა შედგებოდეს მინიმუმ 400 – მაქსიმუმ 600 სიტყვისგან, ხოლო პოეზიის ტექსტი შეზღუდულია არ არის.

• ტექსტი უნდა იყოს აკრეფილი ვორდის ფაილში ქართული ფონტით (აკად ნუსხური)

• 12-იანი შრიფტით

• დაშორება ხაზებს შორის 1,15

• მხოლოდ თავფურცელზე უნდა იყოს მოცემული საკონკურსო თემის სათაური და ინფორმაცია მონაწილის შესახებ:

• სახელი
• გვარი
• ასაკი
• ქალაქი
• მისამართი
• სკოლა
• ტელეფონის ნომერი
• ელექტრონული ფოსტის მისამართი

• თავფურცელის გარდა ყველა გვერდი უნდა იყოს დანომრილი

• ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოთ ვორდისა და პე-დე-ეფ ფაილით

• საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2013 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათამდე;

• ნამუშევრები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ:
ელ-ფოსტით: Annefrank_2013@una.ge-ზე ან ფოსტით :

თბილისი, 0171
დოლიძის ქუჩა 2
საქართველოს გაეროს ასოციაცია
კონკურსი „ანა ფრანკი-2013“

Leave a comment