მოვიშოროთ ცელულიტი

2442864771a7

დადგა ზაფხული. ალბათ ყველას  გვიყვარს ზღვაზე  სიარული და გართობა. სწორედ ამ დროს ყველას სურს ჰქონდეს ლამაზი ტანი, რომელიც გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევს. თუმცა, ქალების უმრავლესობას ცელულიტის გამო, რცხვენია საკუთარი სხეულის . იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს მდგომარეობა და ჩაიცვათ საყვარელი საცურაო კოსტუმი პოპულარულ კურორტზე, აუცილებელია დროულად იზრუნოთ საკუთარ სხეულზე.

ამისთვის  საჭიროა:

1. ჯანსაღი კვება 

მიირთვით ცოტა და  დღეში  რამდენჯერმე. არ ჭამოთ ბევრი და  არ  ჭამოთ 7  საათის  შემდეგ. ამოიღეთ  რაციონიდან ცომეული, ტკბილეული,გაზიანი  სასმელები და  ალკოჰოლი. ამრიგად, საჭიროა მთლიანად გადაერთოთ ჯანსაღი საკვების და რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ხილის, მწვანე ბოსტნეულის, კენკრების და სალათის ფოთლების ჭამაზე.

2. ფიზიკური დატვირთვები

საკუთარი ორგანიზმისთვის ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დახმარება შეგიძლიათ ფიზიკური დატვირთვის საშუალებით. სპეციალური ვარჯიშების კომპლექტი, რომელიც შემუშავებულია ფიტნეს-ინსტრუქტორის მიერ და სპორტული დარბაზის რეგულარული სტუმრობა (მინიმუმ 2ჯერ კვირაში), დაგეხმარებათ არა მარტო ტანის გარდაქმნაში, არამედ აგიმაღლებთ განწყობას. თუ არ გაქვთ სპორტით ფიტნეს-ცენტრში დაკავების მუდმივი საშუალება, შეცვალეთ იგი დილაობით სირბილით ან სპორტული სვლით.

3. პრობლემური არეების მასაჟი

კიდევ ერთი მოქმედი საშუალება ცელულიტის წინააღმდეგ არის მასაჟი. სპეციალური მასაჟი საშუალებას იძლევა გაიაქტიუროთ ყველა გაცვლითი პროცესი, რაც თავისთავად მოქმედებს წონის დაკლებასა და გეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილი სითხეებისგან გათავისუფლებაში.

 

 

წყარო: http://www.rogor.ge

 

 

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s