შაში

OLYMPUS DIGITAL CAMERAგამარჯობათ,  მეგობრებო🙂 დღეს  მე  მინდა პოსტი  დავდო “შაში”-ზე.  მე  ძალიან მიყვარს ეს თამაში  და საკმაოდ  კარგადაც ვთამაშობ🙂
შაში. სპორტულ-სამაგიდო ინტელექტუალური თამაში ორი კაცის მონაწილეობით მრგვალი მუქი და ღია ფერის კოჭებით კვადრატულ მრავალუჯრედიან დაფაზე, რომლის უჯრედები მონაცვლეობით შეღებილია მუქ და ღია ფერებად. არსებობს შაშის მრავალი სხვაობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც დაფის უჯრედებისა და კოჭების რაოდენობით, ისე წესებით. ყველაზე ცნობილია ინგლისური (ამერიკაში ეწოდება ჩეკერსი), გერმანული, ესპანური, რუსული (12 კოჭი 64-უჯრედიან დაფაზე), ფრანგული, პოლონური (20 კოჭი 100-უჯრედიან დაფაზე), კანადური (30 კოჭი 144-უჯრედიან დაფაზე) შაში. 100-უჯრედიანი ფრანგული შაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა და საერთაშორისო შაში ეწოდა.
თამაშის წესებით, კოჭი გადაადგილდება ერთ მუქ უჯრაზე დიაგონალურად წინ ნებისმიერი მიმართულებით. მეტოქის კოჭის მოსაკლავად (მოკვლა შეიძლება წინ და უკან სვლით) საკუთარი კოჭი მოწინააღმდეგის კოჭზე უნდა გადაატარო და დასვა მის შემდეგ თავისუფალ უჯრაზე. დაფის უკანასკნელ ჰორიზონტალურ ხაზამდე მიყვანილი კოჭი გადაიქცევა “დამკად”, რომელსაც ნებისმიერ მანძილზე შეუძლია გადაადგილება. თამაშის მიზანია მეტოქის კოჭების მოსპობა ან ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც მათ არც ერთი სვლის საშუალება აღარ ექნებათ.
შაში ერთ-ერთი უძველესი თამაშია მსოფლიოში. ქალაქ ურის (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილმა მასალამ ცხადყო, რომ ძვ.წ. 3000 წლისთვის შაშის მსგავსი თამაში უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო.

2005-05-28-holiday-draughts
ქვეყნის პირველი ჩემპიონი გახდა ირაკლი შერაზადაშვილი (1991). პარალელურად ეწყობოდა მოზარდთა პირველობები. საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწია თბილისელმა მამუკა ქავზიანიძემ, რომელმაც ჰოლანდიის საერთაშორისო ტურნირსა და იტალიის ღია ჩემპიონატში საპრიზო ადგილები დაიკავა.

იმედია  მოგეწონათ მასალაა :* :* :*

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s