ბოსტნეულის სალათა ცხარე საკაზმით

a12243 ცხარე  საჭმლის  ჭამა   არის  ძალიან  კარგი  რადგან,წიწაკა არის ნივთიერება კაპსაიცინი, რომელიც ჭამიდან 20 წუთის შემდეგ იწყებს ზედმეტი კალორიების წვას. პირშუშხა, მდოგვი და ილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას თერმოგენეზის პროცესის წყალობით, როცა ცხიმების დაშლა სხეულის ტემპერატურის მომატების ხარჯზე ხდება. ასე, იმედია  გამოგადგებათ 🙂

მასალა:

კიტრი – 4 ცალი
პომიდორი – 4 ცალი
მწვანე სალათა – 50 გ
სტაფილო – 2-3 ცალი
საკაზმისთვის:
ზეითუნის ზეთი – 100 გრ (ან მზესუმზირის ზეთი)
ძმარი – 100 გრ
წყალი – 100 გრ
ნიორი – 4 კბილი
პილპილი – გემოვნებით
დაფქული წიწაკა – გემოვნებით (წითელი)
მარილი – გემოვნებით

მომზადების  წესი:
ნიორი დავჭრათ ძალიან პატარა ნაჭრებად, დავუმატოთ პილპილი, დაფქული წიწაკა და მარილი. შემდეგ
დავასხათ ზეთი, ძმარი, გაციებული ადუღებული წყალი, მოვურიოთ კარგად და დავდგათ რამდენიმე
ხნით.
დავჭრათ კიტრი, პომიდორი, სალათა, მწვანე ხახვი, დავკეპოთ სტაფილო, კარგად შევურიოთ ერთმანეთს
და შევაზავოთ მომზადებული საკაზმით.

 

იმედია  კარგი გამოგივათ;)  :*

 

 

Advertisements

მაკარონი ყველით და ძეხვით

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ამ კატეგორიაში ანუ მანანას სამზარეულო… ♥-ში. გუშინ მოვხარშე მაკარონი და დღეს მომინდა ეს რეცეპტი თქვენთვისაც მესწავლებინა(თუ ვინმემ არ იცით) : ))

EJ5ug
Continue reading “მაკარონი ყველით და ძეხვით”

ცოცხალი კომბოსტოს სალათა

Coleslaw

მასალა: 

კომბოსტო – 500 გრ

კიტრი – 1 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

ბოლოკი – 3 ცალი

ხახვი – 1 თავი

მაიონეზი

ლიმონის წვენი – 1/2

მარილი, შავი წიწაკა

ქინძი 

მომზადების წესი:

ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ. კომბოსტო დავჭრათ წვრილად, კიტრი პატარა კუბებად, სტაფილო და ბოლოკი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი ალყა-ალყად დავჭრათ, შემდეგ კი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ ლიმონის წვენისა და მაიონეზის ნარევი და დავუმატოთ მარილი, შავი წიწაკა და ქინძი.

სალათი სპაგეტითა და შებოლილი ორაგულით

85b8e81acc39

მასალა: 
200 გრ. სპაგეტი
200 გრ. შებოლილი ორაგულის ფილე
1 კონა მწვანე ხახვი
¼ ლიმონი
ზეითუნის ზეთი გემოვნებით.

Continue reading “სალათი სპაგეტითა და შებოლილი ორაგულით”

სალათი ოლივიე

b9617211f337 მგონი  ძალიან   მადისაღმძვრელად  გამოიყურება  ეს  სურათი. :)  ალბათ, ახლა ყველა  აკეთებს ამ სალათას, რადგან ხვალ ახალიწელია : ))) Continue reading “სალათი ოლივიე”

სალათა “ვიტამინი”

გამარჯობათ, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვებაც. მე ახლა შემოგთავაზებთ ერთ-ერთი სალათის რეცეპტს.
Continue reading “სალათა “ვიტამინი””