10 არგუმენტი

dieta  დაიწყო  გაზაფხული,  მაგრამ  ეს  ჯერ  ამინდებს  არ  ეტყობა, მაგრამ  ყველას  გვინდა, რომ ჩვენ ისევ  დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება.  ამისთვის  მე  დავწერ 10  არგუმენტს.

    •  ადრეულ სტადიებში ყველაზე მძიმე დაავადებებიც კი იკურნება.
    • როდესაც რამე გტკივათ, არც საყვარელი ადამიანის ზარი გახარებთ, მეგობართან შეხვედრაც მძიმე ტვირთად გეჩვენებათ, სამსახურში კი კოლეგების თითოეულ სიტყვას ისე აღიქვამთ, როგორც ჩაქუჩის დარტყმას. დადასტურებულია: მხოლოდ ფიზიკური კომფორტის მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს, მიიღოს ნამდვილი სიამოვნება ცხოვრებისგან.

  • იმისთვის, რომ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოთ, აუცილებელია, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს
  • თუ გსურთ, მშობლიურ სახლში მუდამ სიმშვიდე და სიხარული იყოს, მშობლები კარგად და უშფოთველად გრძნობდნენ თავს – უწინარეს ყოვლისა, თქვენ უნდა იყოთ კარგად
  • რა საწყენია, როცა სიცხიანი, მწოლიარე ვხვდებით გაზაფხულს!იყავით ჯანმრთელი, რათა არ გამოტოვოთ ცხოვრების საუკეთესო მომენტები. აუცილებლად მოიშუშეთ ძველი ჭრილობები – და წინ, სასიხარულო მოვლენების შესახვედრად!
  • წინათ გოგონები და ყმაწვილები ერთმანეთს თეატრებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ეცნობოდნენ. ახლა ეს სპორტკლუბებში ხდება, რადგან მამაკაცის გულს ვერ მოიგებ, თუ სპორტს არ მისდევ.
  • ჯანმრთელობა დღეს მოდური, პრეზენტაბელური და რესპექტაბელურია. ტყუილად როდი მალავენ პრეზიდენტები თავიანთ ავადმყოფობას! როცა კარგ ფორმაში ხარ, ყველაფერი გამოგდის!
  • გახსოვთ დარვინის თეორია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ? მის სასარგებლოდ მეტყველ ფაქტებს ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. და  რისთვის? იმისათვის, რომ მუდამ მწყობრში ვიყოთ, უნდა ვიყოთ ჯანმრთელნი!
  •  სიბერეში ცხოვრების აქტიურ წესს მხოლოდ ის შეინარჩუნებს, ვინც ახალგაზრდობიდანვე ზრუნავს საკუთარ თავზე.
  • ფრანგი ქალები დარწმუნებულნი არიან: სუფთა და ჯანმრთელი თმა – უკვე მშვენიერი ვარცხნილობაა, ჯანმრთელ კანს არ სჭირდება კოსმეტიკის სქელი ფენა, ხოლო მოხდენილ ტანს – ბანდაჟი და კორსეტი. თუ ჯანმრთელი ხარ – ეს იმას ნიშნავს, რომ ლამაზი ხარ!

წყარო:mkurnali.ambebi.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s