ჩოგბურთი

 ესეც ჩოგბურთი.  სიმართლე  რომ  გითხრათ, მე  არ  მომწონს  ეს სპორტის  სახეობა,  მაგრამ  ბევრს   უყვარს  და  იმიტომ  ვწერ  ამ  პოსტს.

Roger Federer Wimbledon 2004

ისტორია 

ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ჩოგბურთი XIII საუკუნის საფრანგეთში ჩაისახა. თუმცა დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ ითვლება ამ თამაშის ნამდვილ ფუძემდებლად. ისტორიკოსების უმრავლესობა თანამედროვე ჩოგბურთის მამამთავრად დიდი ბრიტანეთის კავალერის მაიორს უოლტერ კლოპტონ უინგფილდს (Walter Clopton Wingfield) მიიჩნევენ. 1873 წელს უინგფილდმა ახალი თამაშის წესები გამოაქვეყნა, რომელიც ეფუძნებოდა რამდენიმე თამაშის პრინციპებს, კერძოდ: კორტ-ჩოგბურთსბადმინტონსფაიფსდა რეკიტს. იმისთვის, რომ გამომგონებლის უფლება შეენარჩუნებინა, ამ თამაშს „სფერისტიკა“ უწოდა (sphairistik ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ითამაშე ბურთი“). პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წლის 9 ივნისს ჩატარდა , რომელსაც შემდგომში უიმბლდონი ეწოდა.

images (8)

თამაშის წესები

საჩოგბურთო მოედანს კორტი ჰქვია. თამაშები ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში ტარდება. მოთამაშეების ამოცანაა ჩოგნის დახმარებით ბურთი გადაიტანონ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ჩამწოდებელ მოთამაშეს ბურთის ორჯერ ჩაწოდების უფლება აქვს. მეორე ჩაწოდებას ის იყენებს მაშინ, თუ პირველი ვერ ჩააგდო ჩაწოდების მოედანში ან ბადეს ვერ გადააცილა. ერთ მოგებულ გათამაშებაზე მოთამაშეც ეწერება 15 ქულა, შემდეგ მოგებულზე ასევე 15, მესამეზე კი 10 ქულა (ე. ი. 15, 30 და 40). ხოლო, მეოთხე მოგებულ გათამაშებაზე ჩოგბურთელი იგებს გეიმს. თუ ანგარიში თანაბარია (ე. ი. 40-40), მაშინ ერთ-ერთმა მოთამაშემ ზედიზედ 2 გათამაშება უნდა მოიგოს გეიმის მოსაგებად. 6 გეიმის მოგების შემთხვევაში მოთამაშე იგებს სეტს. თუ ანგარიში 6:6-ია, მაშინ ხდება დამატებითი გეიმის გათამაშება, რომელსაც ტაი-ბრეიკი ჰქვია. ჩოგბურთელმა უნდა მოიგოს 2 სეტი თამაშის მოსაგებად. გამონაკლისია მამაკაცთა შორის დიდი მუზარადის ტურნირები, სადაც ჩოგბურთელს სჭირდება 3 სეტის მოგება თამაშის მოსაგებად.

tennis-balls

tennis

წყარო: http://ka.wikipedia.org

One comment on “ჩოგბურთი

  1. Blog News (luuu says:

    ძალინ მიყვარს ეს სპორტი, ძალინ ძალინ….კარგი პოსტია ბევრი რამე გავიგე…:) (y)

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s