დენის ოსტინი და მისი რამდენიმე რჩევა : )))

-ხომ  იცით დენის ოსტინი ვინაა?

da-new-year-new-you-article

ეს არის ცნობილი ამერიკელი ფიტნეს ინსტრუქტორი. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 55 წლისაა, კვლავაც შესანიშნავად გამოიყურება.  მას გაყიდული აქვს 30 მილიონზე მეტი რაოდენობის ვიდეო და DVD, 10-ზე მეტი წიგნის ავტორია და არის ბევრი სატელევიზიო ფიტნეს-შოუს წამყვანი და მონაწილე.
დენისს ცხოვრების მიმართ პოზიტიურმა პოზიციამ და „მე ეს შემიძლია და გავაკეთებ“ დამოკიდებულებამ მას მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩინა მსოფლიოში და „ამერიკელების ფავორიტი ფიტნეს-ექსპერტის“ რეპუტაცია შეუქმნა.

images
მან თავისი კარიერა ლოს-ანჟელესში აერობიკის ჯგუფების ვარჯიშით დაიწყო და 1981 წლიდან მონაწილეობდა ჯეკ ლალანის შოუში (დენისისთვის ჯეკი ყოველთვის მისაბაძი ფიგურა იყო და მეგობრობდა ლალანთან მისი სიცოცხლის ბოლომდე (2011წ.)
1982 წლიდან ლოს-ანჟელესის ტელევიზიაში მიჰყავდა საკუთარი შოუ  და გამოუშვა თავისი პირველი ორი ვარჯიშის ვიდეოები – Rock Aerobics და Rock Hard Abs. 1984-1988 წლებში იყო ფიტნესის ექსპერტი Today Show-ში.
25 წლის განმავლობაში ფიტნესის და ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწეობის პერიოდში დენისმა ვარჯიშის 85 ვიდეო და DVD გამოუშვა. მან უკანასკნელი DVD Shrink Your Fat Zones Pilates and Quick Burn Cardio (Lionsgate) გამოსცა 2010 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნი Get Energy! გამოვიდა 2011 წლის იანვარში.

აქ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დენისისაგან, თუ როგორ დავიკლოთ წონა ჯანსაღად და შევინარჩუნოთ იგი.
1. უმჯობესია დღის განმავლობაში მიირთვათ 3 სრულფასოვანი პორცია და წაიხემსოთ 2-ჯერ. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ დღის განმავლობაში თავი დანაყრებულად ვირგძნოთ და ჩვენი მეტაბოლიზმი კარგად მუშაობდეს.

5 A Day
2..ყოველდღე, შეგიძლიათ დავწვათ ასობოთ კალორია სხვადასხვა ვარჯიშით. მაგალითად, ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათშს გააკეთეთ 30 წუთიანი კარდიო ვარჯიში, რომელიც გაააქტიურებს თქვენს მეტაბოლიზმს და დაწვავს ცხიმებს. ხოლო სამშაბათს და ხუთშაბათს იოგა, გაწელვები და სხვა მსგავსი ვარჯიშები, რომლებიც ჩვენს სხეულს ლამაზი ფორმების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. შაბათი, სხვა დღეებთან შედარებით თავისუფალი დღეა და შეგიძლიათ 1 საათი ივარჯიშოთ, კვირას კი, თუ შეძლებთ, დაკავდით რაიმე სპორტით.

Miranda-kerr-workout-plan

3.ჩვენი სხეული ცხიმებს ეფექტურად მაშინ წვავს, როდესაც ვიკვებებით სწორად და ჯანსაღად. დღეში მიიღეთ 1500 კალორია, რომელიც უმჯობესია გადაანაწილოთ შემდეგნაირად: საუზმე 300 კალორია, წახემსება 100 კალორია, ლანჩი 400 კალორია, წახემსება 200 კალორია, ვახშამი 500 კალორია

healthy-eating-and-longevity1

4.დღის განმავლობაში, შეგვიძლია დავწვათ 500 კალორიამდე უბრალოდ მოუსვენრობით, ასე რომ, იყავით აქტიურები და დაიკელით ზედმეტი კილოგრამები ჯანსაღად და გემრიელად.

დენის-ოსტინი

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s