ბიათლონი

გამარჯობა(თ), რადგან  საქართცელოში მოვიდა  თოვლი, გადავწყვიტე, რომ ზამთრის სპორტული სახეობებიდან  დამედო პოსტი ბიათლონის  შესახებ.:)))

Biathlon_Schalke-257x300

ბიათლონი (ლათ. Bis – ორგზის, ბერძნ. Attlon – შეჯიბრება, ბრძოლა). ზამთრის სპორტის სახეობა _ თხილამურებით რბოლა მცირეკალიბრიანი შაშხანის სროლით რამდენიმე საცეცხლე პოზიციაზე (წოლელა, დგომელა).
მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება: 1958 წლიდან – კაცები, 1984-იდან – ქალები; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1960-იდან – კაცები, 1992-იდან – ქალები.
მოთხილამურე მსროლელთა პირველი შეჯიბრება 1776 წელს მოეწყო ნორვეგიაში (კარაბინის სროლა მიზანში თხილამურებით დაშვებისას, 40-50 ნაბიჯის მანძილიდან), თუმცა, როგორც ზამთრის ორჭიდი, ბიათლონი მხოლოდ XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარდა ჯერ სკანდინავიის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში, შემდეგ – დანარჩენ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამას ხელი შეუწყო სახმარად მოხერხებული კარაბინის მასობრივად წარმოებამ და სპორტის პრაქტიკაში დამკვიდრებულმა გასამხედროებულმა შეჯიბრებებმა, ე.წ. “პატრულების რბოლამ”, რომელშიც თავდაპირველად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

1118831-300x193

შეჯიბრების წესები თანდათან იხვეწებოდა. 1957 წელს თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით ბიათლონს დამოუკიდებელი სახეობის სტატუსი მიენიჭა. მართალია, მასში გაერთიანდა ორი სრულიად განსხვავებული სახეობა – დინამიკური და სტატიკური, მაგრამ ეს მოხდა არა მექანიკურად, არამედ კომპლექსურად და ბუნებრივად. შესაბამისად, ცალკე ერთ რომელიმე სახეობაში ნაჩვენები მაღალი შედეგი ორჭიდში გამარჯვების გარანტიას არ იძლევა. ბიათლონის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო ხშირმა საერთაშორისო ტურნირებმა და ოლიმპიურმა აღიარებამ. მის განვითარებას ბიძგი მისცა 1977 წლიდან დანერგილმა მნიშვნელოვანმა სიახლემ: ბიათლონისტთა საბრძოლო იარაღის _ კარაბინის მცირეკალიბრიანი შაშხანით შეცვლამ, 150-მეტრიანი სასროლო დისტანციის 50 მეტრამდე შემცირებამ და, პარალელურად, შეჯიბრების პროგრამის ახალი დისციპლინებით შევსებამ.

Biathlon-gun-anschutz-300x101

სამხედრო პატრულთა რბოლაში, ანუ ბიათლონში საჩვენებელი შეჯიბრებები მოეწყო ზამთრის I, II, III, IV და V ოლიმპიადებზე, 1960 წელს კი (VIII, სკვო-ველი) ეს სახეობა ძირითად ოლიმპიურ პროგრამაში ჩართეს. VIII და IX თამაშების პროგრამაში შედიოდა კაცთა ინდივიდუალური რბოლა, X, XI და XII ოლიმპიადებზე მას დაემატა ესტაფეტა, XIII თამაშებზე – სპრინტი, 2002 წელს კი – გამოდევნებით რბოლა. 1992 წლიდან იმავე დისციპლინებში ქალებიც გამოდიან. კაცთა შორის ყველაზე მეტი – 5 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ნორვეგიელ ოლე ეინარ ბიორნდალენს, 4 – ალექსანდრ ტიხონოვს (სსრკ, რუსეთი), 3 – რიკო გროსს (გერმანია). ქალებში 2-2 ოქროს მედლით ლიდერობენ ანფისა რეზცოვა (რუსეთი) და მირიამ ბედარი (კანადა).

საქართველოში ბიათლონი გავრცელებული არ არის. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს ბიათლონისტთა ოფიციალურ ტურნირებში არასოდეს უასპარეზიათ, თუმცა 1960-70-იან წლებში ბაკურიანმა რამდენიმე საკავშირო შეჯიბრებას უმასპინძლა.
2002 წლის 26 ნოემბერს დაფუძნდა საქართველოს ბიათლონის ფედერაცია. პრეზიდენტად აირჩიეს ნიკოლოზ ბუძიშვილი.

დისციპლინები

ინდივიდუალური რბოლა

ბიატლონი შედგება რამოდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ. ხოლო ქალები 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1 წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე.

სპრინტი

სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს, ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორცმენი გადის დამატებით 150 მ-ს.

დადევნების რბოლა

დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს, ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი, რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150 მ-ის გავლა.

მას-სტარტი

მას-სტარტი ბიატლონის ახალი სახეობაა. მასში მონაწილეობს ჩემპიონატის 30 საუკეთესო სპორტსმენი.

გუნდური ესტაფეტა

ყოველი გუნდიდან ესტაფეტაში მონაწილეობს 4-4 სპორტსმენი.იგი სპრინტის წესებს ეფუძნება.თითოეული კაცი სპორცმენი გადის 10კმ და ისვრის ორჯერ,წოლით და დგომით რეჯიმებში,ხოლო ქალები დაგიან 7,5-7,5კმ ასევე შესაბამისად 2-2 სროლით იგივე მდგომარეობაში.სპრინტისგან ისაა განსხვავება რომ სპორტსმენებს აქვთ 3 დამატებითი ტყვია.თუ სპორტსმენი 8სროლითაც ვერ დახურავს 5 ნიშნულს მაშინ იგი გადის 150მეტრის საჯარიმო წრეს,ყოველი აცდენისთვის.

 

წყარო: http://www.wikipedia.org/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s