ჭადრაკი

Staunton_chess_set

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა მეფელაზიერი, 2 ეტლი, 2მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).

JaquesCookStaunton

ფიგურების სვლები

ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები“, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სვლების გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.

ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.

ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლას უწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

მეფე

ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

ლაზიერი

ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.

ეტლი

სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰჰყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.

კუ

მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ჰყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.

მხედარი

მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი

პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ ვერტიკალურად ერთ უჯრაზე, საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. თეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტალზე, ხოლო შავები 7 ჰორიზონტალზე. პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება, ესენია: 1) გავლაზე აყვანა, 2) ფიგურის გაცოცხლება. გავლაზე აყვანა შეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება. თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება. შავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოთხე ჰორიზონტალიდან შეიძლია. როდესაც თეთრი პაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი — პირველს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად.

წყარო: http://www.wikipedia.org/

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s