ველოსპორტი

P1030510 (2)საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, ყოფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო პირველი ველოტრეკი. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა გაუღია. ტრეკის ამოქმედების ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება. ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო მალე დახურულა. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ “ველოსიპედის” მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც _ დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის, რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ _ პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა. 1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ “გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში” (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტულის, ხარკოვისა და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელები.

სსრკ ჩემპიონატში ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-45 წლებში 4-ჯერ მოიგო სალიდერო რბოლა. 40-50-იან წლებში გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებინიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ, რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. სხავდასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი და სხვ.
ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1972 წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს. იმავე წლიდან რეგულარულად იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე, თბილისში ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ველოსიპედისტე-ბი. ეს ტრადიცია 1984 წელს შეწყდა, მოგვიანებით კი, ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში ველოსპორტის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა.

საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია დაფუძნდა 1992 წლის 13 მარტს.
1992 წლიდან ველოსპორტის საერთაშორისო კავშირისა (UCI) და ევროპის ველოსპორტის კავშირის (UEC) წევრია.
პრეზიდენტები: ომარ ფხაკაძე (1992-93), ბიჭიკო ასკურავა (1994), ემზარ გელაშვილი (1995), შალვა საღარეიშვილი (1996), იოსებ გოცირიძე _ მოვალეობის შემსრულებელი (1996-98), ბესარიონ ნადირაძე (1998 წლიდან).

საგზატკეცილო ველორბოლა
მსოფლიოს ჩემპიონები – ქალები

2000 ზინაიდა სტაჰურსკაია, ბულგარეთი
2001 ნიკოლ კუკი, დიდი ბრიტანეთი
2002 სიუზან ლიუნგსკოგი, შვეიცარია
2003 სიუზან ლიუნგსკოგი, შვეიცარია
2004 იუდიტ არნდტი, გერმანია

ჩემი აზრით საინტერესოაა :  )

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s