ბადმინტონი

427px-Battledore-and-shuttlecock                       ისტორია

      პირველი ცნობები ფრთიანი ბურთით თამაშზე გვხვდება 2000 წლის წინ ინდოეთში, სადაც აღმოაჩინეს ნახატები მღვიმეების კედლებზე, რომელებზეც გამოსახულია ბრტყელი ხისა და ასევე ხის ბურთში ჩარჭობილი ფრთებიანი თამაშის გამოსახულებები. XIV საუკუნეში იაპონიაში თამაშობდნენ „იობანეს“, სადაც ბურთის ნაცვლად იყენებდნენ მსხვილ ალუბლის ან წვრილ ვაშლის გამხმარ ნაყოფს, რომელსაც რამდენიმე ფრთას ჩაურჭობდნენ. ფრთიანი ბურთით თამაში ცნობილი იყო აგრეთვე ევროპაშიც, მაგრამ ბადმინტონისაგან საკმაოდ განსხვავდებოდა. შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით თამაში_ “Battledore and Shuttlecock ან Jeu de Volant” , რომლებსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ . თამაშის წესები საკმაოდ მარტივი გახლავთ, ბურთი რაც შეიძლება ბევრჯერ უნდა გათამაშებულიყო მოთამაშეებს შორის (რომელსაც შეცდომით საქართველოში ბადმინტოს უწოდებენ). არსებობს ამ ფაქტის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც 1830 გამოიცა და ვინმე სამერსის ოჯახის წევრების მიერ 2117-ჯერ ბურთთან შეხებას აფიქსირებს. ალბათ  დამეთანხმებით, რომ  ძალიან საინტერესო ისტორიაა.🙂

 

images (3)              ბადმინტონი საქართველოში

საქართველოში ბადმინტონი 1960-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. სპორტის ამ სახეობის გავრცელებას ხელი შეუწყო 1963 წელს თბილისში გამართულმა სსრკ პირველმა ჩემპიონატმა, რომელსაც ერთი წლის შემდეგ საქართველოს პირველობა მოჰყვა. პირველი თაობის ბადმინტონისტებს შორის გამოირჩეოდნენ ძმები ანატოლი და ალექსანდრე დავიდოვები, ლევან ქურხაშვილივლადიმერ ბორიაკი და დავით ასტახიშვილი. პირველი სპორტის ოსტატი გახდა იულია კონდრატიევა. 1980-იან წლებში საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდა დავით კავილაძე, რომელმაც 1983 წელს სსრკ გუნდთან ერთად მეგობრობის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. საქართველოში ბადმინტონის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: გივი სამსონაძემ, ლევან ქურხაშვილმა, ანატოლი დავიდოვმა, ოთარ აბზიანიძემ, ვიქტორ მალიუტინმა და სხვებმა.

                                                      ქულათა დათვლის წესები

თამაში ხდება ორ მოწინააღმდეგებს შორის, თითოეულ მხარეს წარმოადგენს ერთი (ერთეულებში) ან ორი (წყვილებში) მოთამაშე(ები).

მისი ხანგრლივობა, ახალი წესდების თანახმად, 21(მაქსიმუმ 31) ქულამდე, გამონაკლისი 20:20-ზე ხდება თამაშის ავტომატურად გაგრძელება.

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s