ცურვა

e78930d0c486

ცურვა — ოლიმპიური სპორტის სახეობა. გამოიყოფა 4 ცურვის სახეობა :ზურგზე ცურვა,ბატერფლაი,ბრასი და კროლი 

უხსოვარი დროიდანვე ცურვას ადამიანისთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით თევზაობისას, ნადირობისა და მტერთან ბრძოლისას. სამეფო ოჯახებში ცურვის გაკვეთილების სცენები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულით თარიღდება. ძველი საბერძნეთის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე სოლონი უბირ ადამიანს ასე ახასიათებდა: “არც ცურვა იცის, არც კითხვა”. ცურვა ადამიანისთვის მინიჭებული მეორე სიცოცხლეა, ამიტომაც აქცევდნენ საუკუნეების განმავლობაში მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას. 

ცურვა სპორტის სახეობად XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. პირველი შეჯიბრება 1515 წელს გაიმართა ვენეციაში. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში კაცებისთვის 1896, ქალებისთვის კი 1912 წლიდან შეიტანეს. ევროპის ჩემპიონატები – 1926, მსოფლიოს ჩემპიონატები კი 1973 წლიდან ეწყობა.

საქართველოში სპორტული ცურვა შედარებით გვიან გავრცელდა: 1936 წელს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც რესტორანი “არაგვი” იყო, აშენდა საბჭოთა კავშირში პირველი 8-ბილიკიანი და 50-მეტრიანი საცურაო აუზი. ქართველმა სპორტსმენებმა საუკეთესო შედეგებს მე-20 საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს. წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა პეტრე მშვენიერაძემ, რომელიც 1948 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა – ბრასით ცურვაში 11 საკავშირო რეკორდი დაამყარა, მერე წყალბურთში გადაინაცვლა და მსოფლიოში გაითქვა სახელი.

იაპონელმა მოცურავემ აკიჰირო იამაგუჩიმ მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა 200 მეტრზე ბრასით ცურვაში. 

მან დისტანცია ორ წუთსა და 7,01 წამში დაფარა. 

ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ქალაქ გიფუში, ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირზე ჰქონდა ადგილი.

18 წლის იამაგუჩიმ 0,27 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე უნგრელმა დანიელ დიურტამ დაამყარა.

იამაგუჩი ლონდონის თამაშებზე არ გამოდიოდა, რადგან შესარჩევი ტურნირი წააგო ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კოსუკე კიტაჯიმასთან, რომელმაც ბრიტანეთის დედაქალაქში ინდივიდუალური მედალი ვერ მოიპოვა.

წყარო:www.sok.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s