1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

    images      ბავშვებო  მე  დღეს  ვიყავი ტრენინგზე “ფრთხილად,  შიდსი”  და  მე ვეცდები რამდენიმე  რჩევა მოგაწოდოთ.

შიდსით თანაბრად  ავადდება ყველა- რასის, სქესის, ასაკის, ეროვნების, განათლებისა  და სარწმუნოების მიუხედავად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თუ როგორ აიცილონ  თავიდან აივ შიდსით ინფიცირება.

 რა არის შიდსი?

აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია. ის აზიანებს და  ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რომელიც  ადამიანს იცავს სხვადასხვა დაავადებისაგან.

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. ეს  არის დაავადების კომპლექსი, რომელიც უვითარდება აივ ინფიცირებულ ადამიანს დაზიანებული იმუნური სისტემის ფონზე.      

როგორ შეიძლება შიდსის ვირუსით დაავადება?

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით.

  • აივ დაინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და  სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში.  

  • აივ დაინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით, აივ ინფიცირებული ორგანოების გადანერგვა.

  • ტატუირების და პირსინგის დროს არასტერილური ინსტრუმენტების ხმარებისას.

  • ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან  ახალშობილზე ორსულობისას, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს, თუ დედას შესაბამისი მკურნალობის კურსი ჩატარებული არა  აქვს. მშობიარობამდე (ორსულობის  დროს)  

   ადამიანს შიდსის  ვირუსი არ  გადაეცემა?

  • ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვის, ცრემლის, ოფლის, შარდის საშუალებით, ამიტომ არ  არის  საშიში  ხელის  ჩამორთმება, მოხვევა, გადაკოცნა, დახველება და   დაცემინება,ინფიცირებულთან საუბარი.

  • საყოპაცხოვრებო და   სოციალურიკონტაქტებით- სახლში, სამსახურსა  და სხვა  საზოგადოებრივ ადგილებში. არა  არის  საშიში  დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით, თეტრეულით საერთო  ტუალეტით და  აბაზანით სარგებლობა.

  • მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

                                       

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s