ვარჯიში

      ვარჯიში ძალიან საჭიროა,  ჩვენი  ორგანიზმისთვის. თუმცა ალბათ  დამეთანხმებით, ჩვენ ეს ძალიან გვეზარება. ზოგს  გონია, რომ ვარჯიშები უნდა  გააკეთოს  დილით ადრე. დღეს  მე წარმოგიდგენთ ვარჯიშის ერთ-ერთ საშვალებას სკაკალას ანუ სახტუნაოს.

 სახტუნაოთი ხტუნაობას ბევრი სპორტსმენის ვარჯიშის განრიგში მთავარი ადგილი უჭირავს: ბოქსიორები,ვოლიბოლისტები, ცხენოსნები თუ მოცურავეები

სახტუნაოთი ხტუნაობა სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს და ამავდროულად დატვირთვა არის მინიმალური. თუმცა იყავით ფრთხილად და გააკეთეთ ხშირი შესვენებები, ხტუნაობის შემდეგ უცბად გაჩერებაც არ არის რეკომენდირებული, შესვენებისას იარეთ ნელა, ისუნთქეთ და აკეთეთ კისრის ვარჯიშები.

  ხტუნაობის დაწყებამდე, 1 წუთის განმავლობაში იხტუნავეთ ერთ ადგილას! – გვირჩევენ სპეციალისტები, მანამდე კი გააკეთეთ უბრალო ვარჯიშები:
1. ხელები მიაწვდინეთ მიწას ისე, რომ მუხლებში არ მოხაროთ.
2. ხელის თითები მოხარეთ, გაშალეთ,რათა შემდეგ მოგიწევთ სახტუნაოს ხელების დაჭერა, შესვენებებში გააკეთეთ ხელის თითების ვარჯიშები, ასევე ფეხის ტერფების- თითისწვეებზე და ა.შ
3. და კისრის მოძრაობები, წრიულად, წინ-უკან

  ხტუნვისას აკონტროლეთ სუნთქვა, ისუნთქეთ მშვიდად, დახურეთ პირი რათა ნერწყვი არ გაგიშრეთ და მოერიდეთ ლაპარაკს, საღეწ რეზინაზე და ბუშტების გაბერვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ასევე  ის  არის სასარგებლო კალორიების დასაწვავად,1000 კკალ. საათში., ამასთანავე ეს არ არის ძვირიანი ტრენაჟორი🙂

ხტუნაობა სასარგებლოა ფეხის კუნთების, ბარძაყების, მუცლის პრესის ზედა ნაწილისთვის და ძალზედ სასარგებლოა მხრების კუნთებისთვის, გოგონებისთვის ვინც მხრებში არიან მოხრილნი, თითქოს ხრახნივით მოქმედებს სახტუნაოს ხტუნაობისას მხრების მოძრაობა და გადაიწევა უკან.

ქალებისთვის ჯობს, რომ ხტუნაობის დროს ჩაიცვან სპეციალური სპორტული მაისური-ლიფი, რომელიც მკერდს მკვრივად დაიჭერს. ან უბრალოდ, ჩაიცვით ლიფი და ზემოდან გადმოიცვით მოკლე მოჭერილი ტოპიკი. გაითვალისწინეთ, რომ თმა აიწიოთ და არ გაიკეთოთ მეტალის ბურთებიანი თმის რეზინა, რომელიც ახტომა-დახტომის დროს ისერზე მოგერტყმევათ🙂 სჯობს ფუმფულა აბადოკი ან თმის რეზინა.


ეს  იყო  რაც  მინდოდა,  რომ თქვენთვის მეთქვა.:*   იმედია მოგეწონებათ

6 comments on “ვარჯიში

  1. egre yvelaperi znelia tu shen ar moindomeb🙂

  2. kakulialali says:

    xom magram dametanxmet rom es zalin znelia😦

  3. anula12345 says:

    dzalian kargi da sasiamovnoa

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s